”Hrlab” დაარსდა 2017 წელს „სტარტაპ საქართველო“ - ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებით. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება. 

დღესდღეობით საქართველოში არსებული შრომითი ბაზრის ანალიზის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ დამსაქმებლების და სამუშაოს მაძიებლების უკუკავშირი არ არის სრულფასოვანი. აუცილებელია შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის მინიმუმამდე დაყვანა და ეფექტური საშუამავლო მომსახურების უზრუნველყოფა. 

იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ყოველდღიურ საზრუნავად სამსახურის - შემოსავლის მოძიება გახდა, ხოლო დამსაქმებელთა უმრავლესობითვის კვალიფიციური თანამშრომლების მოძიება, ”Hrlab”, დამსაქმებლებსა და სამსახურის მაძიებლებს სთავაზობს მარტივ გზას უკუკავშირის დასამყარებლად, რაც გაუმარტივებს სამსახურის მაძიებლებს სასურველი სამსახურის მოძიებას, ხოლო დამსაქმებლებს, ნაკლები დრო და რესურსი დასჭირდებათ საჭირო თანამშრომლის შესარჩევად.