HRLAB-მა და CIU-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

HRLAB-მა და  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის ყველა პროგრამა აკრედიტებულია. კსუ-ს სტუდენტთა კონტინგენტის რაოდენობა განსაზღვრულია ჯამში  7400 სტუდენტით. 

უნივერსიტეტის პრიორიტეტებია:

მრავალფეროვანი და ბედნიერი სტუდენტობა;

საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროგრამები;

დასაქმება სწავლის პარალელურად;

გადახდის მოქნილი სისტემა - წელიწადში 6 ეტაპად; 

სწავლა უახლესი სასწავლო მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით;

გაცვლითი პროგრამები დაფინანსებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან.

 

ჩვენ დავეხმარებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს დასაქმებაში.