მოტივაცია და წარმატებული კარიერა

 

დამიანს ხშირად აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა მიზანი დასახულია, მიზნის მისაღწევი გზა ცნობილია, მაგრამ ის რატომღაც არაფერს  აკეთებს მიზნის მისაღწევად.

ალბათ ბევრ თქვენგანს ჰქონია სურვილი - დაეწყო ფიზიკური ვარჯი, დაეცვა დიეტა, თავი დაენებებინა მოწევისათვის, შეედგინა ბიზნეს-გეგმა ახალი ბიზნესის დასაწყებად, გაეცნო მისთვის სასურველი ადამიანი და ა.შ... გაეკეთებინა მრავალი ისეთი სასარგებლო საქმე, რაც უკეთესობისკენ შეცვლიდა მის ცხოვრებას, მაგრამ რატომღაც, ყოველდღიურად ჩვენ, გადავდებთ ხოლმე ამ მოქმედებებს..

ალბათ გახსოვთ არქიმედეს ცნობილი ფრაზა - „მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას

ასეთ ბერკეტს, ზემოთ აღწერილ სიტუაციაში, წარმოადგენს მოტივაცია, უფრო ზუსტად კი თვითმოტივაცია, ანუ  საკუთარი თავისთვის მოქმედების აუცილებლობის შთაგონების ნიჭი.

რა არის მოტივაცია? - მოტივაცია არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც უბიძგებს ადამიანს მოქმედებისკენ

ხშირად ადამინებს გვჭირდება მოტივატორი, ანუ გარენაგი ძალა რომელიც ჩვენ გვაიძულებს ვიმოქმედოთ, თუმცა რეალურად წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანია შინაგანი მოტივაცია - ანუ თვითშეგნება. ეს ფენომენი არის რეალურად ის ძალა, რომელიც დაგვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში.

თვითმოტივაცია საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური პროცესია და შესაბამისად მის მისაღწევად ერთიანი რეცეპტი არ არსებობს, თუმცა ჩვენ ვეცდებით მოგიყვეთ იმ ძირითად ასპექტებზე, რითაც შესაძლებელია თვითმოტივაციის მიღწევა. მაშ ასე:

- სამსახური, როგორც შემოსავლის წყარო თუ განვითარების შესაძლებლობა? - ხშირად ადამიანები მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ აიღონ ხელფასი. სწორედ ეს არის პირველი შეცდომა, რომელსავ ვუშვებთ განვითარების გზაზე, რადგან სამსახური, რეალურად, არის ჩვენი სწავლის და განვითარების ის საფეხური, რასაც ქვია გამოცდილება. სასწავლო დაწესებულებაში მიღებული განათლება თეორიულად გვეხმარება განვსაზღვროთ გზები, როგორ შეიძლება ამა თუ იმ საქმის შესრულება, თუმცა გამოცდილება კი რეალურად გვაჩვენებს პრაქტიკულ გზებს ამ საქმის შესასრულებლად. შესაბმისად, გამოცდილება არის ყველაზე დიდი იარაღი წარმატებული კარიერის ასაშენებლად. ნებისმიერი საქმე, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ, თითოეული სამსახურიდან შესაძლებელია მივიღოთ გაცილებით მეტი, ვიდრე ხელფასი - ანუ გამოცდილება.

- ვმუშაობთ იმდენს რამდენსაც გვიხდიან? - ხშირად გსმენიათ ასეთი ფრაზები: იმდენს არ მიხდიან, რომ სამსახურში გავათენო, „გვაპახავებენ“ ,კაპიკებს გვიხდიან და ა.შ. სწორედ ეს მოსაზრებები არის მთავარი შემაფერხებელი ელემენტები, რომლებიც ხელს გვიშლის განვითარებაში. არ არსებობს იდეალური სამსახური და მითუმეტეს ხელფასი, ყოველთვის გვექნება განცდა, რომ არასაკმარისს გვიხდიან, თუმცა ეს არ უნდა იყოს ის ფაქტორი, რომლის გამოც ჩვენ ძალისხმევა უნდა დავიშუროთ საქმის გასაკეთებლად. თითოეული სამსახური არის რაღაც ახლის, განსხვავებულის აღმოჩენის წყარო, მთავარია ეს ჩვენვე გავიაზროთ და გავიზიაროთ და ის სიახლეები და განსხვავებულობები აუცილებლად შეგვხვდება კარიერულ გზაზე.  თითოეულ სამსახურში ჩვენ ვმუშაობთ ჩვენთვის და არა სხვისთვის, ამოსავალი წერტილი სხვაზე მუშაობის დროს უნდა იყოს საკუთარი თავი, რათა ჩვენ უფრო მეტი მივიღოთ მუშაობის შედეგად, ვიდრე სხვას შეიძლება მივცეთ, შესაბამისად საქმეში, სხვისი იქნება თუ საკუთარი, დახარჯული თითოეული ძალისხმევა მიზანმიმართული უნდა იყოს საკუთარი თავის გაუმჯობესებოსთვის.

- რას გვინდა მივაღწიოთ? -  ხშირად ადამიანები უბრალოდ ვმუშაობთ და  არ გვაქვს კონკრეტული მიზანი თუ რას გვინდა რომ მივაღწიოთ, უბრალოდ მივყვებით დინებას, რადგან ეს ხშირ შემთხვევაში კოფორტულია და გვიჭირს ხოლმე ადამიანებს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მაგრამ პირველი წინსვლა და წარმატება იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ ვტოვებთ ჩვენს კომფორტის ზონას.   იმისთვის, რომ ჩვენი მიზნები რეალური გავხადოთ, პირველ რიგში განსაზღვრეთ მოკლევადიანი პერიოდი, მაგალითად 2-3 წელი, ანუ სად გინდათ რომ აღმოჩნდეთ ამ პერიოდის შემდეგ, ეს დაგეხმარებათ დაგეგმოთ ის ღონისძიებები (სწავლა/განათლება; ტრენინგები/კურსები; სამსახური/სტაჟირება და ა.შ.) რომლებიც დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში. ამას გარდა მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად იყოთ საქმის კურსში მიმდნარე სიახლეებთან დაკავშირებით,რაც ეხება თქვენს სამოქმედო არეალს. მუდმივად ეცადეთ გაიზიაროთ ახალი გამოცდილებები. მთავარია არასდროს ავურიოთ ერთმანეთში ოცნებები და მოკლევადიანი მიზნები. ოცნებები მრავალფეროვანია, ხოლო მიზანი -  კონკრეტული.

და ბოლოს...

- ხარისხი - თქვენს მიერ შესრულებული საქმის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მუდმივად გახსოვდეთ ის რომ ტქვენი კარგად გაკეთებული საქმე პირველ რიგში თქვენზე აისახება და არა სხვაზე. შესაბამისად, გააკეთეთ ხარისხიანად, რადგან ამით თქვენ შეიძენთ რეპუტაციას, რომელიც საბოლოოდ თქვენს მაგივრად იმუშავებს, ხოლო ეს რეპუტაცია განსაზღვრავს მოთხოვნას თქვენს მიერ შესრულებულ სამუშაოზე. რაც უფრო ხარისხიანად გააკეთებ საქმეს, მით მეტ კომპანიას მოუნდება თქვენთან თანამშრომლობა, ეს კი წარმატებული კარიერის გარანტიაა.

სტატისტიკურად, ორგანიზაციები უხარისხოდ შესრულებული საქმის გამო კარგავენ 30% მდე მომხმარებელს, ამიტომ თქვენს მიერ შესრულებული საქმით უკმაყოფილო თითოეული მომხმარებელი  არის ერთი გადადგმული ნაბიჯი წარუმატებლობისკენ , რადგან ასევე სტატისტიკის მიხედვით 1 უკმაყოფილო მომხმარებელი გამოცდილებას უზიარებს 10 ადამიანს, ხოლო დადებით დამოცდილებას მხოლოდ 3 ადამიანს.