ჩემი ორმოცწლიანი კონსულტაციების განმავლობაში არაერთ შეხვედრას დავსწრებივარ, რომელთა მთავარი თემა იყო ახალი თანამშრომლის აყვანა. შევამჩნიე, რომ არსებობს გარკვეული პრინციპი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება დავაწინაუროთ და ვინ - არა. ადამიანი დაწინაურებისა თუ ვაკანტური პოზიციის დაკავების კანდიდატი ხდება თავისი მიღწევების, პროფესიული მომზადებისა და გამოცდილების მიხედვით; თუმცაღა, ყოველთვის ასე არ ხდება. შეკითხვა, რომელიც წყვეტდა კანდიდატის მიერ პოზიციის დაკავებას შემდეგში მდგომარეობდა: აღიქვამენ თუ არა ახალ ხელმძღვანელს თანამშრომლები ლიდერად?